აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით 2019 წლის 11 თებერვალს სასტუმრო Cron Palasce-Tbilisi (კრონ პალასი-თბილისი) შედგა ტრენინგი თემაზე: ციფრული მარკეტინგი. რომელიც ჩაატარა მარკეტინგის მოწვეულმა სპეციალისტმა უკრაინიდან ბატონ კონსტანტინე იაკუბენკომ. ტრენინგი ჩატარდა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტების მენეჯერის ბატონ კნუტ გერბერის მხარდაჭერით. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი , რომელმაც აღნიშნა ,რომ ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მატულობს მათი მოხმარების სიხშირე და მასშტაბები. ბატონმა კონსტანტინემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ციფრული ტექნოლოგიების ახალი ტენდენციები და მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესის განვითარების საქმეში. მეწარმეთა მხრიდან აღნიშნულ საკითხზე დაინტერესება იყო დიდი . ტრენინგის ძირითადი ნაწილის დამთავრების შემდგომ გაიმართა დისკუსია და შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

უკან

მომავალი ახალგაზრდა მეწარმის სერთიფიკატი

 
სასარგებლო ბმულები