24 ოქტომბერს, ყვარელში, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრმა კომპანიამ „მეღვინეობა ხარებამ" ღვინის გვირაბის ტერიტორიაზე გამართა აგრო-ტექნიკის მწარმოებელი გერმანული ბრენდის, FENDT-ის წარდგენის ღონისძიება, რომელიც საქართველოში „მეღვინეობა ხარებას" ინიციატივით შემოდის.
ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და აფხაზეთის ა/რ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
უძველეს ტრადიციებზე დაფუძნებული, ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს მაღალი გამავლობის ელექტრომობილების შეძენას სამუშაოს დინამიურობის, ხარისხისა და ვენახის სწრაფი და ეფექტური მოვლისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად.

უკან
 
სასარგებლო ბმულები