2019 წლის 12 ივნისს სასტუმრო "Cron Palace-Tbilisi"-ში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს და რიგგარეშე საერთო კრება, სადაც განიხილებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტის არჩევის საკითხი.
კონსულტაციების შედეგად, საბჭოს წევრთა უმრავლესობის წარდგინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტის პოსტზე საერთო კრებამ აირჩია ბატონი გოგიტა თედორაძე.