2018 წლის 28 დეკემბერს სასტუმრო "Rooms Hotel-ში" შედგა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი , აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია , აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ,აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები , არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
კვლევა ფოკუსირებული იყო საქართველოს ოთხ რეგიონზე , კერძოდ: სამეგრელო ზემო-სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკითხნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები.
კვლევა საქართველოში დევნილთა საკვანძო დასახლებებში მცირე და საშუალო დონის ბიზნესის განვითარების საჭიროებების "გამოვლენასა და მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ერთ-ერთი კომპონენტის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" შეეხებოდა და შეისწავლიდა ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერთობათა აღდგენისა და ორმხრივი ბიზნესისურთიერთობების შესაძლებლობებს.
კვლევა განხორციელდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის ფინანსური მხარდაჭერითა და თანადგომით.
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია კვლევის შედეგებიდან გამომდინარე. შეხვედრის ბოლოს ღონისძიების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთიანი კოორდინაციის გაძლიერება მცირე და საშუალო დონის ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.

უკან
 
სასარგებლო ბმულები