2019 წლის 6 ივლისს, ესპანეთში გამართულ „იტას შუა საუკუნეების ფესტივალზე" ქართველმა ხელოვანებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
ფესტივალში აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრმა მეწარმემ, ხელნაკეთი აქსესუარების დიზაინერმა ირინი ყორშიამ თავისი ბრენდით IRDA მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის შემდეგ ირინა შეხვდა ესპანელ ხელოვანს, რაკელ ბერეას, რომელმაც ირინა თავის მინი-საამქროში მიიპატიჟა და საკუთარი ნამუშევრები, დანადგარები და სამუშაო იარაღები დაათვარიელებინა. ირინამ ესპანელი ხელოვანისგან ბიზნესწინადადებაც მიიღო.
„იტას ფესტივალის" ისტორიაში უცხო ქვეყანამ მონაწილეობა პირველად მიიღო და ეს ქვეყანა საქართველო გახდა. ქართველი ხელოვანების ფესტივალში მონაწილეობის ინიციატორი და ორგანიზატორია ქართულ-ესპანური კულტურის ასოციაცია ,,იბერია". ფესტივალს ესწრებოდა საქართველოს ელჩი ესპანეთში, ილია გიორგაძე.
"მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას თანადგომისთვის და ხელშეწყობისთვის რათა დამაკავშირა ქართულ-ესპანური კულტურის ასოციაცია ,,იბერიასთან ', რომლის მეშვეობითაც მივიღე მონაწილეობა ესპანეთში, მადრიდთან ახლოს მდებარე ქალაქ ჰიტაში გამართულ გამოფენა-გაყიდვებში. ჩემთვის, როგორც დამწყები მეწარმისთვის, ამ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია სამომავლოდ ახალი კავშირებისათვის." - ირინა ყორშია Irda Irina Korshia.

უკან
 
სასარგებლო ბმულები