აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატა ეხმაურება დე - ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციას ბელგიის სამეფოს დედაქალაქში მათი წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.
ეს არის აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა წარმოაჩინონ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ მიზნით დეზინფორმაციასაც ავრცელებენ და კერძო პირებთან გაფორმებულ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს წარმოაჩენენ როგორც ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოებთან დადებულ ხელშეკრულებებს.
საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მათ შორის ბელგიის მთავრობა ცალსახად ადასტურებს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას , არ აღიარებს სოხუმის ე.წ. წარმომადგენლობებს და მათ შორის დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას.
მიუხედავად იმისა რომ ბრიუსელში დე-ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გახსნა წარმოადგენს მხოლოდ კერძო პირების ინიციატივას და არაფერი აქვს საერთო დიპლომატიურ და ეკონომიკურ წარმომადგენლობებთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას .დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინონ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებზე.

უკან
 
სასარგებლო ბმულები