2021 წლის 19 მაისს ქ.ფოთსა და ქ.ზუგდიდში აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა ქალაქ ფოთსა და ქალაქ ზუგდიდში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში.
„აფხაზეთობის" ფარგლებში დევნილ ახალგაზრდებს გადაეცათ საჩუქრები და სუვენირები.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატა