2019 წლის 30 ივნისს, თბილისში, რიყის პარკის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მიუნხენისა და ზემო ბავარიის (გერმანია) სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჩატარდა ბიზნესგამოფენა "აფხაზეთი -2019 ".
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, მიუნხენისა და ზემო ბავარიის (გერმანია) სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი - კნუტ გერბერი, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გამოფენაზე 50-მდე აფხაზეთელმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც თავიანთი პროდუქცია და სერვისები შესთავაზეს ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შემდეგი სფეროებიდან: მეღვინეობა, ტურიზმი, სარესტორნო ქსელი, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, საჩაიე მეურნეობა, მედიცინა, სილამაზის სალონი და კოსმეტიკა, ტკბილეულის წარმოება, სოციალური საწარმო, ტექსტილი, ხელნაკეთი ნივთები, მხატვრობა, ფერწერა, დიზაინი.
ღონისძიებაზე, მუსიკალური პროგრამის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქორეოგრაფ იზა რეხვიაშვილის საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „დავითიანი" და მომღერალი სალომე სესიტაშვილი. ღონისძიების პოზიტიური განწყობის შექმნასა და საბავშვო გასართობ პროგრამაზე იზრუნა კომპანია „ავანსცენამ" აფხაზეთიდან დევნილი ნოდარ ჯიქიას ხელმძღვანელობით.

უკან
 
სასარგებლო ბმულები