2019 წლის 12-16 დეკემბერს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ბ-ნი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის ა/რ მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ბ-ნი დავით ფაცაცია,იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი ბ-ნი ირაკლი თადუმაძე, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ბონდო გასვიანი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი დავით რაფავა;აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციის უფროსი ქ-ნი ნანა მაჭარაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში, რომელშიც ეგვიპტეში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად საქართველოს საელჩოც იყო ჩართული. საელჩოსათვის გამოყოფილ სივრცეში აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატამ წარმოადგინა აფხაზეთთან ასოცირებული კომპანიებისა და ბიზნესმენების მიერ წარმოებული პროდუქცია. კერძოდ : კომპანია მეღვინეობა ხარებისა და ტერრა ინიტიას ღვინის პროდუქცია, ინდ მეწარმე ეკატერინე ფარულავას ბოსტნეულის ცუკატები , კოდორი -2015 - ის თაფლი, თერნალი+ -ის ჩაი, ასევე ტრადიციულ სტილში შესრულებული დოდო კვარაცხელიას, ირინა ყორშიასა და ნონა გვაძაბიას ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები.
წარმოდგენილმა პროდუქციამ ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისა და უცხოელი დიპლომატების დიდი მოწონება დაიმსახურა. ტრადიციისამებრ, შემოსული თანხა გადაეცემა საელჩოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ საქველმოქმედო ფონდებს.

უკან
 
სასარგებლო ბმულები