2021 წლის 10 თებერვალს, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის" თანამშრომლები ეწვივნენ ქალბატონ ია ხარჩილავას და გაეცნენ მისი საქმიანობის სპეციფიკას, აგრეთვე დაათვალიერეს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სამკერვალო ტექნიკა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის" თანადამფუძნებელს. ორგანიზაცია აქტიურად მოღვაწეობს და ეხმარება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას.
საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის პროგრამის, მცირე ბიზნესის მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებულმა აპლიკანტმა აფხაზეთიდან დევნილმა ინდ. მეწარმემ ია ხარჩილავამ, ორგანიზაციის მიერ შეძენილი ტექნიკის მეშვეობით გააფართოვა ბიზნესი და შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.

უკან
 
სასარგებლო ბმულები