2020 წლის 10 თებერვალს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლები წევრ კომპანიას - „ივერია ტექს" ეწვივნენ, გაეცნენ ბიზნესის განვითარების ისტორიას და ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.
სამკერვალო ფაბრიკა "ივერია" 1990 წელს დაარსდა. როგორც ფაბრიკის მფლობელი მზია ლაშხია იხსენებს, სულ რაღაც ორი მკერავით დაიწყო ეს საქმიანობა, დღეს კი, ფაბრიკაში საწარმოს დატვირთვიდან გამომდინარე 40 - 50 მკერავია დასაქმებული.
„ივერია"-ში თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე იკერება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფაბრიკის მთავარი განყოფილებებია: სამკერვალო და საქარგავი.
კომპანიის „სადემონსტრაციო დარბაზში" წარმოდგენილია სამოსის ნიმუშები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს სამოსის დიზაინი და შეკვეთის შემდგომ მიიღოს სასურველი ხარისხის პროდუქცია.
ფაბრიკა მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალური ფორმის მთლიან ეკიპირებას, რაშიც შედის როგორც ტანსაცმელი, ისე ფეხსაცმელი და სხვადასხვა დამცავი აქსესუარები: ჩაფხუტები, სათვალეები, ჯავშან-ჟილეტები, ჩანთები და სხვა. პროდუქტების მრავალფეროვნება ამარტივებს მომხმარებლისათვის სასურველი ეკიპირების შეძენის პროცესს, რადგან მომხმარებელს საშუალება ეძლევა ერთ ადგილას შეიძინოს სპეციალური დანიშნულების სრული კომპლექტი.
კომპანია სამომავლოდ დამატებითი ფინანსების მოძიებასა და გაფართოებას გეგმავს.
სამკერვალო ფაბრიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.iveria.ge

უკან
 
სასარგებლო ბმულები