თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვიდნენ. 
ღონისძიების პირველ ნაწილში ესტონური ბიზნეს-დელეგაციისთვის მოხსენება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა, ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალია შესახებ კი ფორუმი მონაწილეებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი ესაუბრა. ბიზნესფორუმის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი იყო. 
ესტონეთის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. მათი ინტერესის საგანს შემდეგი სფეროები წარმოადგენდა: იურიდიული კომპანიები, უძრავი ქონება, თავდაცვა, არქიტექტურა, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, ენერგეტიკა, ტელევიზია/გასართობი გადაცემები. 
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ხუთი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები. ფორუმის ფარგლებში შედგა არაოფიციალური შეხვედრა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ბატონ ივანე დოლიძესა და ესტონეთის სავაჭრო -სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ბატონ ტომას ლუმანს შორის.ივანე დოლიძემ გააცნო ესტონეთის სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტს პალატის საქმიანობის შესახებ.

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები