2018 წლის 8 მარტს ქალაქ ბათუმში გაიმართა მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი , ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შედგა.
ბიზნეს ფორუმში სხვა მონაწილეებთან ერთად წარმოდგენილები იყვნენ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ბიზნესმენი ქალბატონები.
ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: თამაზ შავაძე - აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; ზურაბ პატარაძე - აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე; ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.
ბიზნეს-ფორუმის მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარეის ხელშეწყობა, ბიზნესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის გაზრდა, რათა მათ მეწარმეებს მიეცეთ მეტი სტიმული და მოტივაცია, რომ განახორციელონ ახალი იდეები. ასევე ფორუმი დაეხმარება კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს თავიანთი პროდუქციის და სერვისების პოპულარიზაციაში.
ბიზნეს-ფორუმზე დაჯილდოვდნენ წარმატებული ბიზნესმენი ქალბატონები , მათ შორის აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატის წევრი შპს „დოქტორ როდგერ სერვის გრუპის" ხელმძღვანელი- ირინა ჭელიძე, რომლის კომპანიაშიც დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები