პალატა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოპერატიულად აწვდის დაინტერესებულ მეწარმეებს მათთვის საჭირო სერვისებს.


• სერტიფიცირება


პალატის მიერ გაიცემა შემდეგი სახის წარმოშობის სერტიფიკატები: არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერტიფიკატი. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი - ფორმა  CT - 1 ( დსთ ).  პრეფერენციული წარმოშობის GSP   სერტიფიკატი - ფორმა A ( ევროკავშირი ) და EUR . 1 ( თურქეთი ) .


ექსპერტიზა


პალატა გთავაზობთ საგნის ( საქონლის ) დამოუკიდებელ გამოკვლევას, რომელსაც ატარებს კომპეტენტური ექსპერტი. ექსპერტიზის აქტები და დასკვნები წარმოადგენენ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს.


საერთაშორისო არბიტრაჟი


აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატა საარბიტრაჟო სასამართლოს სახით გთავაზობთ კომერციული და კერძო დავების სამართლიან, სწრაფ და ხელმისაწვდომ გადაწყვეტის შესაძლებლობას.


მედიაციის ცენტრი


კერძო სამართლებრივი ხასიათის დავების ალტერნატიული გზით გადაწყვეტისათვის სავაჭრო - სამრეწველო პალატასთან მოქმედებს მედიაციის ცენტრი, რომელიც მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ატარებს დამოუკიდებელ მედიაციას დავის შეთანხმებით დასრულების მიზნით. 


იურიდიული და ბიზნეს კონსულტაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა


მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პალატა ახორციელებს იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებს, გასცემს ინფორმაციას პრივატიზების პროცესის, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ , ეხმარება დამწყებ ბიზნესმენებს და ინვესტორებს ბიზნესის დაფუძნებაში და ყოველმხრივ ზრუნავს საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.


ერთად წარმატებული ბიზნესისათვის


პალატა უპირატესობას ანიჭებს მეწარმეებისაგან ოპერატიულად, ონლაინ რეჟიმში, პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებას, შესაბამის ადრესატამდე მიტანაში და მოგვარებაში დახმარების გაწევას. მარტივი და მოქნილი განაცხადის ფორმა, იძლევა საშუალებას ონლაინ რეჟიმში სწრაფად მოხდეს პრობლემატური საკითხების შესწავლა - ანალიზი და მათი გადაწყვეტა. ის წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. პალატის საქმიანობის ერთ - ერთი ძირითადი მიმართულებაა ბიზნესის - ბიზნესთან დაახლოება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება, ინვესტიციების მოზიდვა.


მთარგმნელობითი მომსახურება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატასთან არსებული კვალიფიციური თარჯიმნების გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის და სპეციფიკის ტექსტის პროფესიონალურ თარგმნას.


აუდიტორული მომსახურება


პალატა გამოცდილი აუდიტორებისა და ბუღალტრების დახმარებით გთავაზობთ ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას.


შეარჩიე ბიზნესპარტნიორი


საერთაშორისო პალატებში გაერთიანებისა და სხვა პალატებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების გზით, ბიზნესს - ტურებისა და ფორუმების ორგანიზაციების საშუალებით ბიზნესმენებს ვთავაზობთ შესაძლებლობებს მოიძიონ ბიზნესპარტნიორები  და ინვესტორები.


პალატის საინფორმაციო ბაზა


პალატა სისტემატიურად აახლებს ინფორმაციას მეწარმე სუბიექტების შესახებ, რომელიც განთავსებულია ერთიან საინფორმაციო ბაზაში და ბიზნეს კატალოგში, რაც ბიზნეს პარტნიორების მოძებნის ეფექტური გზაა.


 
სასარგებლო ბმულები