2018 წლის 17 ივლისს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივი ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა. 
ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იტალიის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა მიკელე ჯერაჩიმ გახსნეს.ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა. 
ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრმა ბიზნესმენებმა. 
სამუშაო სესიების შემდეგ იტალიური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები