2020 წლის 22 დეკემბერს შედგა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრთა საერთო კრება. შეხვედრას 100-მდე დელეგატი ესწრებოდა. დელეგატებს პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში და 2021 წლის გეგმები გააცნო, მათ შორის 2021 წელს დაგეგმილი სემინარების შესახებ საგადასახადო, შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და კანონშემოქმედებითი აქტივობების მიმართულებით.
კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტმა, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. მან ხაზი გაუსვა ახალი კორონავირუსის გავრცელების გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე და მის გამოწვევებს.

უკან
 
სასარგებლო ბმულები