2018 წლის 22 მარტს საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ბიზნეს-დელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნკოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

ბიზნეს-ფორუმი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ვლადიმირ ულახოვიჩმა გახსნეს. 
ფორუმში სხვა მონაწილეებთან ერთად წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ბიზნესმენები.

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები