აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისათვის ჩაატარა ტრენინგი.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტების მენეჯერის კნუტ გერბერის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისათვის 2021 წლის 10 დან 12 აპრილის ჩათვლით ჩაატარა სამ დღიანი ტრენინგი თემაზე „ საგრანტო პროექტების წერის შემსწავლელი კურსი „. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ , ასევე ინტენსიური პრაქტიკული სწავლების კურსს. წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოვლინდა საუკეთესო პროექტი. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ ლეპტოპებით. ტრენინგის დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, როგორც წამახალისებელი პრიზი ტრენინგში მონაწილეობისათვის, ასევე მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები

უკან
 
სასარგებლო ბმულები