აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ მიმდინარე კვლევის პირველადი ანალიზისას გამოიკვეთა სოფლის მეურნეობაში დაკავებული მეწარმეებისათვის შემეცნებითი ტრენინგების ჩატარების საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ სასტუმრო "Cron Palace-Tbilisi"-ში 18 აგვისტოს 12:00 საათზე გახსნა ტრენინგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე.
ტრენინგს უძღვებოდა მსოფლიოში ცნობილი, სოფლის მეურნეობის დარგში წამყვანი, კალიფორნიის იუსი დევისის უნივერსიტეტის მკვლევარი აბიგაილ ედვარდსი . აღნიშნული უნივერსიტეტის ბაზაზე ტარდება სამეცნიერო კვლევები.
ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები და ტრენინგით დაინტერესებული პირები.
ტრენინგი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბატონი ივანე დოლიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი სასწავლო ტრენინგები მნიშვნელოვანია ცოდნის მიღებისა და პროფესიული დონის ამაღლების კუთხით. მან ასევე მადლობა გადაუხადა სასტუმრო „ Cron Palace"-ის გენერალურ მენეჯერს მაია მახათაძესა და ორგანიზაცია გარემო და განვითარების წარმომადგენელს კახა ბახტაძეს აღნიშნული ტრენინგის ჩატარების ორგანიზებაში დახმარებისათვის.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
• მდგრადი სოფლის მეურნეობა
• ნიადაგის სტრუქტურული შემადგენლობა
• სარწყავი სისტემები
• სასათბურე მეურნეობა
ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა მონაწილეების მიერ მოტანილი ნიადაგის მცირე ლაბორატორიული კვლევა. სადაც ქალბატონმა აბიგაილ ედვარდსმა ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ტრენინგის მონაწილეებს აუხსნა ნიადაგის სტრუქტურის მნიშვნელობა სასოფლო-სამეურნეო ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მოყვანისათვის.
ტრენინგის მონაწილეებმა გამოიჩინეს მაღალი ინტერესი და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა 20:00 საათამდე.

უკან
 
სასარგებლო ბმულები