ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2020 წლის 14 თებერვალს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართვა სხვადახვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სფეროში.