2019 წლის 17 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი" გაიმართა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მასში გაწევრიანებულ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან ერთად წარსდგა.
ღონისძიებაზე შემდეგმა კომპანიება და მეწარმეებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია
დიზაინერი ირინა ყორშია - გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის მქონე ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები;
ინდ. მეწარმე ალექსანდრე იობიძე - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, საქართველოს რელიეფური რუკები, ბარელიეფები, სკულპტურები, მაგიდები, ვაზონები და სხვა.
ინდ. მეწარმე რამაზ გამისონია - ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალისაგან (კერძოდ კი, მცენარის ფესვებისაგან) დამზადებული ავეჯი, დეკორი და სახლის აქსესუარები.
კომპანია ARTISAN „არტიზანი", ხელოვანი დავით კუჭუხიძე - ორიგინალური დიზაინის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისაგან დამზადებული აქსესუარები და სათამაშოები.
„კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია", ასოციაციის თავმჯდომარე, მეღვინე მიხეილ ცირდავა- უნიკალური კოლხური ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინო.
ჩაი „საჩინო"-კომპანია „სინერჯი ცხრა", გამორჩეული გემოს მქონე ჩაის ნაირსახეობები.
კოოპერატივი „კოდორი 2015"- სხვადასხვა სახეობის თაფლი და ფუტკრის პროდუქტები.
კოოპერატივი „ელისაბედის ბაღი" - თხილი, რეჰანი, ბექონდარა, როზმარინი, იმერული შაფრანი, უცხო სუნელი და სხვა.
ნონა გვაძაბია - უნიკალური ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და აქსესუარები.
ღონისძიების პოზიტიური განწყობის შექმნასა და ბავშვთა გასართობ პროგრამაზე იზრუნა კომპანია „ავანსცენამ" აფხაზეთიდან დევნილი ნოდარ ჯიქიას ხელმძღვანელობით. გასართობი პროგრამა ანიმაციური გმირებით, კლოუნადით, ილუზიონისტითა და მინიატურული თოჯინების თეატრით იყო წარმოდგენილი.

უკან
 
სასარგებლო ბმულები