აფხაზეთის ა/რ სავაჭრო -სამრეწველო პალატა აგრძელებს შეხვედრებს დევნილ მოსახლეობასთან. 2018 წლის 10 და11 აგვისტოს ქ.ფოთსა და ქ. ბათუმში ჩატარდა შეხვედრები ,რომლის ფარგლებში აღნიშნულ ქალაქებში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შესახებ.შეხვედრებს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბატონი ივანე დოლიძე. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა პალატის თანამშრომლებისა და მოხალისეებისაგან. ქ.ბათუმში დევნილებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე და ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე. შეხვედრების მიზანი იყო სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების იმ პროგრამების გაცნობა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეგოთ მეტი რა სარგებელი შეიძლება მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. შეხვედრებს მიზნობრივად შერჩეული აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები ესწრებოდნენ , რომელთა მონაწილეობით ფოკუს ჯგუფები იყო დაკომპლექტებული. ამ ფოკუს ჯგუფების მეშვეობით აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატა აწარმოებს კვლევას დევნილების მიერ ბიზნესის განვითარების, პროფესიული განათლების, გადამზადებისა და ზოგადად მათი დასაქმების ხელშეწყობისათვის ძირითადი საჭიროებების გამოსავლენად, რომლის საფუძველზე პალატის შემდგომი აქტივობების პროგრამა შედგება. პროექტი ხორციელდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნჰენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით.

უკან
 
სასარგებლო ბმულები