აფხაზეთის ა/რ სავაჭრო -სამრეწველო პალატამ 2018 წლის 3,4,5 აგვისტოს ქ. ზუგდიდსა და ქ. ქუთაისში ჩაატარა შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან, რომლის ფარგლებში მათ მიეწოდათ ინფორმაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულების და მიზნების შესახებ.
შეხვედრები და მიზნობრივად შერჩეული სამი ფოკუს ჯგუფის მუშაობა მიზნად ისახავდა ამ ორ რეგიონში დევნილთა შორის ბიზნესის წამოწყებისა, არსებული ბიზნესის განვითარების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების , ზოგადად დასაქმების ხელშეწყობის მიმართებით ძირითადი საჭიროებების გამოვლენას და მთავრობის ახალი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", განხორციელების პროცესში მათი შესაძლო ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრებს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბატონი ივანე დოლიძე. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა პალატის თანამშრომლებისა და მოხალისეებისაგან.
ამ მიმართულებით ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სადაც განსახლებულნი არიან დევნილები.
ღონისძიების ფარგლებში მიღებული მასალები და ინფორმაცია საფუძვლად დაედება პალატის მიერ ტრენინგების, პროფესიული განათლების, ბიზნესის ხელშეწყობის აქტივობების პროგრამას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნჰენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო - სამრეწველო პალატის მხარდაჭერით.

უკან
 
სასარგებლო ბმულები