აარსსპ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული კორპორაცია, რომელიც ნებაყოფლობით საფუძველზე აერთიანებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს. ის ( აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატა ) არის საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე პალატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ძირითადი ფუნქციაა მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. აარსსპა აქტიურად ჩართულია საქართველში საწარმოების წინაშე მდგარი საკითხების გადაჭრის პროცესში, იცავს მათ ინტერესებს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, მისი ძირითადი მიზანია მეწარმე სუბიექტების, მიუხედავათ იმისა არიან ისინი თუ არა პალატის წევრები, ბიზნეს ინტერესების დაცვა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში, საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებში. ის წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. პალატის საქმიანობის ერთ - ერთი ძირითადი მიმართულებაა ბიზნესის - ბიზნესთან დაახლოება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება, ინვესტიციების მოზიდვა.
პალატა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოპერატიულად აწვდის დაინტერესებულ მეწარმეებს მათთვის საჭირო სერვისებს.
აარსსპ უპირატესობას ანიჭებს მეწარმეებისაგან ოპერატიულად, ონლაინ რეჟიმში, პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებას, შესაბამის ადრესატამდე მიტანაში და მოგვარებაში დახმარების გაწევას.
პალატის ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური საქმიანობისაკენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატა გაწევრიანებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატაში და მსოფლიო პალატების ფედერაციაში, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების პალატებთან და ბიზნეს გაერთიანებებთან რაც საშუალებას იძლევა მჭიდრო კონტაქტები დავამყაროთ უცხოურ ბიზნეს წრეებთან, მათთან თანამშრომლობის მიზნით.

 

 

 
სასარგებლო ბმულები