2019 წლის 16 ნოემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისში შედგა აფხაზეთის ა/რ სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა ასოციაციის პირველი ფორუმი.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ივანე დოლიძემ, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა მარინა ონიანმა, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა გოგიტა თედორაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მარიამ ბეზარაშვილმა, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა თამარ კერძაიამ, იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის კოორდინატორმა ქალბატონმა ნორიკო ჰოშიმოტომ, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა გიორგი ვეკუამ და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის პროგრამების კოორდინატორმა საქართველოში ბატონმა კნუტ გერბერმა.
ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა თხელიძემ და მისმა მოადგილეებმა ქალბატონმა ნანა მაჭარაშვილმა და ბატონმა გიორგი კეპულაძემ ფორუმის წევრებს გააცნეს ასოციაციის დაფუძნების მისია, საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
ფორუმის ფარგლებში ასოციაციის წევრებსა და ფორუმის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია და საქმიანი მოლაპარაკებები.

უკან
 
სასარგებლო ბმულები