2019 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და ჩართულობით აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის 10-მდე წევრმა მეწარმემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ მცხეთაში "მცხეთობა-სვეტიცხოვლობის" დღესასწაულის ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის აღნიშნულ ღონისძიებაში პალატის წევრი მეწარმეების მონაწილეობის შესაძლებლობისათვის.