2019 წლის 21 , 22 და 23 სექტემბერის, ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით „ბიზნეს იდეიდან - ბიზნესამდე" სამდღიანი ტრენინგი გაიმრთ .
ტრენინგს ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი პირები, მათ ვისაც საკუთარი ბიზნეს იდეის რეალობად ქცევა ან არსებული ბიზნესის გაფართოების სურვილი აქვს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა ივანე დოლიძემ, რის შემდეგაც მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში არსებული საგრანტო პროექტების შესახებ, განიხილეს მათი ბიზნეს იდეის შესაბამისობა საგრანტო პროექტებთან, გაეცნენ ბიზნეს გეგმის არსს და აპლიკაციის შევსების სტრუქტურას, შეადგინეს საკუთარი ბიზნეს მოდელი. ტრენინგის მიზანია, მონაწილეებმა შეძლონ სწორი იდეის შერჩევა და მისი შესაბამისობის განსაზღვრა საქართველოს ბაზართან, არსებული იდეისთვის შესაბამისი დონორის (საგრანტო პროექტის) მოძიება, საგრანტო განაცხადის სწორად შედგენა და განხორციელება. ტრენინგი "ბიზნეს იდეიდან - ბიზნესამდე" ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საპარტნიორო პროექტი (KVP 772), რომელიც ხორციელდება მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების CCI აკადემიასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის.
ტრენინგს უძღებოდნენ ტრენერები: ცოტნე ჩიქობავა და დავით ქადაგიშვილი.