27 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ივანე დოლძემ მოაწერეს.
გაფორმებული შეთანხმება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაფუძნებულ მეწარმეთათვის, სერვისების მიწოდების მომსახურების გაუმჯობესებას ემსახურება. მემორანდუმის საფუძველზე შემოსავლების სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას უსასყიდლოდ მიაწოდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა მიერ დაფუძნებული იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
1. სახელწოდება
2. სამართლებრივი ფორმა
3. მისამართი
4. საიდენთიფიკაციო ნომერი
5. ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირები;
6. გადახდილი გადასახადების საერთო ოდენობა (არაიდენტიფიცირებადი ფორმით), გადასახადების სახეების მიხედვით;
7. ექსპორტ იმპორტის მთლიან მოცულობაში მათი წილი (თანხობრივად და პროცენტულად) ძირითადი მაჩვენებლების გათვალისწინებით.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

უკან
 
სასარგებლო ბმულები