2019 წლის 15 დეკემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია შეხვდა აბაზების ოჯახის წარმომადგენლებს. შეხვედრა ორგანიზებული იყო კაიროში საქართველოს საელჩოს მიერ, რომლის დროსაც აბაზების ოჯახისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების შესახებ.