21 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატას სტუმრობდა ზემო ბავარიისა და მიუნჰენის სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაცია, შემდეგი შემადგენლობით: მთავარი საერთაშორისო ტრენერი კრისტიან გოდრეანუ, პროექტების მენეჯერი კნუტ გერბერი, რეინ ვესტფალიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ვოლფგანგ დიურინგი და „SEQUA გერმანული ბიზნესის პარტნიორი" პროექტების დირექტორი რაინერ კლიუსენერი. სტუმრები დაინტერესდნენ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო- სამრეწველო პალატის საქმიანობით. |