ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, დაესწრო კაიროში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას.
   მიღებას ესწრებოდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმოდგენისათვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ წარმოადგინა აფხაზეთთან ასოცირებული კომპანიებისა და მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია.

უკან
 
სასარგებლო ბმულები