28 29 ნოემბერს თბილისში მიმდინარეობს „აბრეშუმის გზის „ ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 37 ქვეყნის დელეგაცია და ასევე, ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია.
„აბრეშუმის გზის" (SRCIC) საერთაშორისო პალატა 2015 წლის დეკემბერში ჰონკ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ( ICC). მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა. მასში გაერთიანებულნი არიან 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები. SRCIC ჰქმნის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ მოდელსა და ახალ პლატფორმას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC -ს წევრი 2016 წლის აპრილში გახდა, როდესაც თბილისს საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი ეწვია. 2016 წლის 5 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ პალატას შორის. ამასთანავე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი არჩეულ იქნა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის ვიცე-პრეზიდენტად.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დიალოგი, სადაც განხილული იქნება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელოვანი საკითხები. აბრეშუმის გზის ფორუმი ემსახურება იმას, რომ გაიზარდოს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელობა

უკან
 
სასარგებლო ბმულები