ქალაქ სტამბულში 2018 წლის 28 მარტს შედგა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების მონაწილეთა სემინარი პროექტების ხელშეწყობისა და განხორციეკლების მიმართებით.

სემინარზე საქართველოს მხრიდან მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ : ზემო ბავარიისა და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტების მენეჯერი საქართველოში კნუტ გერბერი , აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ივანე დოლიძე და აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავჯდომარე თამაზ შავაძე.სემინარის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები ,დამყარდა სხვადასხვა კონტაქტები.

აღნიშნული ფორუმის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა BSEC -ის წევრი ქვეყნების რეგიონების ეკონომიკური განვითარების, ხალხის კეთილდღეობის და შავი ზღვის სივრცეში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების განხორციელება და მხარდაჭერა.
სემინარის ფარგლებში დამყარდა ურთიერთობა სხვადასხვა რეგიონალურ პალატებსა და ორგანიზაციებს შორის დას შეიქმნა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი.

 

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები