6 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს-სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა.
ანგარიში დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა ივანე დოლძემ წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენის ფარგლებში გაიმართა პალატის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც. წარადგინეს ის დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც სამთავრობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში იგეგმება, ასევე პრეზენტაციის ნაწილში მოხდა დევნილებში ბიზნეს-სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების წარდგენაც.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნჰენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო - სამრეწველო პალატის მხარდაჭერით.
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში" აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრთა საერთო კრება ჩატარდა.

უკან
 
სასარგებლო ბმულები