2021 წლის 20 მაისს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებები ჩატარდა ქალაქ ქუთაისში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში და ქალაქ წყალტუბოში მდებარე ცენტრალურ პარკში.
„აფხაზეთობის" ფარგლებში დევნილ ახალგაზრდებს გადაეცათ საჩუქრები და სუვენირები.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატა