2017 წლის 15 ოქტომბერს რიყის პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პარტნიორობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარადა ბიზნეს გამოფენა „ აფხაზეთი 2017". ღონისძიება გახსნეს საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ. გამოფენაში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაარსებული კომპანიები თავიანთი პროდუქციითა და მომსახურებით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ: სადისტრიბუციო კომპანიები, სამშენებლო კომპანიები, ესთეტიკური მედიცინა, მეღვინეობა, თაფლის წარმოება, საკონდიტრო ხელოვნება, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და ა.შ ღონისძიებაში გათვალისწინებული კულტურული პროგრამა გახსნა ვაჟთა ფოლკლორულმა გუნდმა „ ერქვანმა" კახაბერ შაქიშვილის ხელმძღვანელობით. ასევე საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს : მარიამ აკობიამ, ნინო ხოჭოლავამ, ქეთი და ნინი ულუმბელაშვილებმა, ლიზი ლურსმანაშვილმა, ანასტასია და ანნა დვალებმა. აღნიშნული ფორმით აფხაზ მეწარმეთა გამოფენას მიეცემა სისტემატიური სახე და ჩატარდება ყოველწლიურად.
გამოფენის ვიდეოს სანახავად გახსენით ლინკი
|