2020 წლის 23 ივნისს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სადაც გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერეს ქართული ვაზის ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთი.
პალატა დაინტერესებულია და გეგმავს აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული უძველესი ავთენტური ვაზის ჯიშების მოძიების, აღდგენისა და პოპულარიზაციის თემაზე მუშაობას.