2020 წლის 24 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მხარეები გეგმავენ საჯარო და კერძო სექტორში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სტაჟირებას მათთვის პრაქტიკული უნარების განსავითარებლად.
აღნიშნული ინიციატივის მხარდამჭერია აფხაზეთის ა/რ მთავრობა.