2018 წლის 25 იანვარს საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ცენტრალურ ოფისში ჩაუტარდათ ტრენინგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტი" - კანონი და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. შეხვედრა გახსნეს საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფრომა იური დოლიძემ. 25 იანვარს გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატის ოცი კომპანიის წარმომადგენელმა.
|