საქართველოს საელჩოს მიწვევით, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები.
ვიზიტით მყოფი დელეგაცია შეხვდა აბაზების ოჯახის წარმომადგენლებს. შეხვედრა ორგანიზებული იყო კაიროში საქართველოს საელჩოს მიერ, რომლის დროსაც მხარეებმა ისაუბრეს შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების შესახებ