21 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატას სტუმრობდა ზემო ბავარიისა და მიუნჰენის სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაცია, შემდეგი შემადგენლობით: მთავარი საერთაშორისო ტრენერი კრისტიან გოდრეანუ, პროექტების მენეჯერი კნუტ გერბერი, რეინ ვესტფალიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ვოლფგანგ დიურინგი და „SEQUA გერმანული ბიზნესის პარტნიორი" პროექტების დირექტორი რაინერ კლიუსენერი. სტუმრები დაინტერესდნენ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო- სამრეწველო პალატის საქმიანობით.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ივანე დოლიძემ სტუმრებისათვის მოაწყო პრეზენტაცია, წარმოადგინა პალატის საქმიანობის ანგარიში და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შედეგად გამოითქვა სურვილი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შეუქმნის ახალ შესაძლებლობებს, რათა უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი გახადოს მისი საქმიანობა.

უკან
 
სასარგებლო ბმულები