2019 წლის 16 დეკემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ შეხვედრა გამართა კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.კაიროს სავაჭრო სამრეწველო პალატას წარმოადგენდნენ პალატის თავმჯდომარე ბ-ნი იბრაჰიმ მუჰამედ ელ-არაბი და პალატის მმართველი საბჭოს წევრები. შეხვედრისას ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და კონკრეტული ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების განვითარებას.

უკან
 
სასარგებლო ბმულები