სრულიად ვიზიარებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის და საქართველოს  სავაჭრო - სამრეწველო პალატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება დე - ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციას ქალაქ ბერლინში ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ

ეს არის აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლების მორიგი მცდელობა წარმოადგინონ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ მიზნით დეზინფორმაციასაც ავრცელებენ და კერძო პირებთან გაფორმებულ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს წარმოაჩენენ როგორც ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოებთან დადებულ ხელშეკრულებებს.

საერთაშორისო მეგობრობა აფხაზეთს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მათ შორის ,გერმაანიის მთავრობა ცალსახად ადასტურებს ამ პოზიციას. რომელიც ოფიციალურ განცხადებებში მუდმივად უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ,ის  არ აღიარებს სოხუმის ე.წ. წარმომადგენლობებს და მათ შორის  დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას.

 

მიუხედავად იმისა რომ ბერლინში დე-ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გახსნა წარმოადგენს  მხოლოდ კერძო პირების ინიციატივას და არაფერი აქვს საერთო დიპლომატიურ და ეკონომიკურ წარმომადგენლობებთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა იურიდიულ  და ფიზიკურ პირს   პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას .დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინონ  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის  დარღვევის ფაქტებზე. 

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები