2017 წლის 24 დეკემბერს ქალაქ თბილისში საგამოფენო დარბაზ „ქარვასლაში" „მოითხოვე ქართულის" ფარგლებში, ჩატარადა წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატის მხარდაჭერით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, მეწარმე - ბიზნესმენები თავიანთი პროდუქციით. „მოითხოვე ქართულის" მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მიზანი არის ქართული პროდუქციის პოპულარიზება და გაყიდვების ზრდა, მცირე და საშუალო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველშვილი, მან მადლობა გადაუხადა ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ქმნიან ქართულ ნაწარმს და საზოგადოებას ქართული პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა.
|