ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი "დია" გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაწარმი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე ცალკე კუთხე დაეთმო აფხაზეთს, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია გამოიფინა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აფხაზური ღვინის და სამზარეულოს პრეზენტაცია და დეგუსტაცია, წარმოდგენილი იყო აფხაზური აჯიკა, ჩაი, თაფლი, კოლხური ბზა და ხელნაკეთი ნივთები.
ფესტივალში მონაწილეობდნენ და საზოგადოების წინაშე კულტურული პროგრამით წარსდგნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი.
ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.