26 მაისს ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში" ჩატარადა „კრინიცას ეკონომიკური ფორუმი". ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნეს. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა საქართველოს ბიზნესსექტორის გარდა, სლოვაკური და პოლონური ბიზნესდელეგაციის 100-მდე წევრმა მიიღო. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ბელარუსიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან და თურქეთიდან.
სხვა მონაწილეებთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, მასში გაერთიანებულ წევრ ბიზნესმენებთან ერთად.

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები