2018 წლის 6 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ბიზნეს-სექტორს წარუდგინა მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".
ღონისძიების მიზანია ბიზნეს-სექტორისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (რომლებიც ეწევიან ბიზნეს-საქმიანობას) ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრმა კომპანიებმა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ინიციატივის ფარგლებში დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები.

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები