27 აპრილს სასტუმრო „ მილენიუმ ბილტმორში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო - ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
ფორუმი გახსნა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა ივანე დოლიძემ.
ღონისძიების მხარდამჭერები ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობა და ჩინური კომპანია "Tiangbei" იყვნენ.
ღონისძიება „ერთი სარტყელი, ერთი გზა - საქართველოს ბიზნეს სახლის ინიციატივის ფარგლებში ჩინეთში "duty free" - ის ქართული მაღაზიების გახსნასა და ორმხრივი ინვესტიციური პროექტების შესაძლებლობას მიეძღვნა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა სადაც ბიზნეს სექტორს საშუალება ჰქონდა საკუთარი წარმოებული პროდუქტი წარედგინა სტუმრებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის.
გამოფენაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა.

 

 

 

უკან
 
სასარგებლო ბმულები